Lui.ge

სტრიების მოცილება სახლის პირობებში როგორც იქნა შესაძლებელი გახდა.

streebi

სტრიების მოცილება სახლის პირობებში როგორც იქნა შესაძლებელი გახდა.

რა არის და რა იწვევს სტრიების? 

სტრიები კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზებია და ის დაზიანებულ ქსოვილს წარმოადგენს.

სტრიას იწვევს ორსულობა, წონის სწრაფი მატება და ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება. გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, რომლებიც შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ივსება.

ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე. თუ წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოიშვა, უმეტესად ვერტიკალურია, ხოლო თუ ჰორმონული პრობლემებით არის გამოწვეული — ჰორიზონტალური.

ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს — ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს.

დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება. ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის, ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება და გარუჯულ კანზე უფრო მეტად შესამჩნევია.

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით თუ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება, თუმცა პრევენციის ოქროს წესი დატენიანებაა.

სპეციალური ანტისტრია კრემი დაგეხმარებათ ახალი სტრიების წარმოქმნის პრევეცნიაში, განსაკუთრებით ორსულობის დროს, როდესაც კანის გადაჭიმვის პროცესი ნამდვილად მოსალოდნელია.

შაქრის სკრაბი

გამოიყენეთ შაქარი როგორც ნატურალური სკრაბი. აიღეთ 1 ჩ. კ. შაქარი, სასურველია ყავისფერი, და რამდენიმე წამის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დატენიანებულ კანზე.

პროცედურის ხანგრძლივობა მაქსიმუმი 30 წამია. დროს არ გადააჭარბოთ, რადგან შეიძლება კანის გაღიზიანება   გამოიწვიოთ. ამის შემდეგ ფრთხილად დაიბანეთ და შეიმშრალეთ.

დაბანის შემდეგ გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი

აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ზეითუნის ზეთი კარგად შეიზილეთ სტრიებზე და რამდენიმე წამის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. ეს ბუნებრივი და სუფთა ზეთია, რომელსაც მარტივად ითვისებს ჩვენი კანი. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში 2-ჯერ. ამ მეთოდით კანს ვკვებავთ E ვიტამინით, რომელიც სტრიების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა.

კვერცხით მკურნალობა

კვერცხის ცილა შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს და ცილებს. შედეგად კი სტრიების ბუნებრივ მკურნალად გვევლინება.

კარგად ათქვიფეთ 1-2 კვერცხის ცილა და მიღებული მასა შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და კანზე შეიზილეთ ზეითუნის ზეთი. ამ გზით უზრუნველყოფთ კანის დატენიანებას.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.

სტრიების მალამო

ავოკადო ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ზეითუნის ზეთთან კომბინაცია აძლიერებს მის მოქმედებას კანზე. ამ მეთოდით მნიშვნელოად დააჩქარებთ სტრიებისგან  გათავისუფლებას.

საჭირო ინგრედიენტები:

მომზადების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 40 წუთი. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.

ალოე ვერას მალამო სტრიებისთვის

ალოე ვერსაა და ავოკადოს კომბინაციას აქვს ქსოვილების რეგენერაციის უნარი. ალოე ვერა ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას და ასევე ატენიანებს სხეულს.

საჭირო ინგრედიენტები:

მომზადების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ საჭირო ადგილებზე. 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version