Lui.ge

რა მოვიმოქმედოთ რომ თავი დავაღწიოთ მტანჯველ ქრონიკულ შეკრულობას?

რა მოვიმოქმედოთ რომ თავი დავაღწიოთ მტანჯველ ქრონიკულ შეკრულობას?

როდესაც  48 საათზე მეტხანს არ ხდება კუჭის მოქმედება იწვევს ქრონიკულ შეკრულობას, რასაც ხშირად ხელს უწყობს საკვების შემადგენლობა, ცხოვრების წესი და ჩვევები.

თავიდან აცილებული რომ იქნას შეკრულობა  ამისათვის უნდა მივიღოთ მცენარეული უჯრედისებით მდიდარი ბოსტნეული, ხილი, ხორბლის ფქვილის პური, კეფირი.  დღის განმავლობაში დალიეთ  2 ლ სითხე, ჭამეთ რეგულარულად (დღეში 4-5-ჯერ).

კვების შუალედებში მიირთვით მსუბუქად გამხსნელი  ხილი: ბანანი, ქლიავი, ვაშლი, კივი (აუცილებლად ჭამიდან 1 საათის შემდეგ).

არ დაგავიწყდეთ ფიზიკური დატვირთვაც: სეირნობა ან სირბილი ძუნძულით, ცურვა და ა.შ. გამწმენდი ოყნა ან კუჭში გამხსნელი საშუალებები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენეთ.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

ქრონიკული შეკრულობის დროს 1 ჩ/კ სელის თესლს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ, არ გაწუროთ, დალიეთ ძილის წინ.

5 ჩ/კ ხეჭრელის ქერქს დაასხით 400 მლ წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ არ განახევრდება. გაწურეთ და დალიეთ თითო ს/კ ყოველ 3 საათში ერთხელ.

1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ხორბლის ქატოს დაასხით 200 მლ მდუღარე. გააგრილეთ და გადაწურეთ. სვით ნაყენი დღეში 1/2 ჩ/ჭ 3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში, ჭამის დროს.

10-20 გ სინამაქის ხის ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააგრილეთ, გაწურეთ და დალიეთ 50 მლ ნაყენი ძილის წინ.

უმ ან მოხარშულ ჭარხალს დაამატეთ მცენარეული ზეთი და ჭამეთ დილით, უზმოზე. გარდა იმისა, რომ გაააქტიურებს კუჭის მოქმედებას, წმენდს ღვიძლსა და თირკმლებს.

3-5-წლიანი ალოეს ფოთლები 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ გამოწურეთ წვენი და სვით 0,1-0,2 გ წყალში გაზავებული.

ძალიან სასარგებლოა ორგანული მჟავებით მდიდარი შავი ქლიავი ნებისმიერი სახით (ნაყენი, პიურე, ახალი და ჩირი). ასევე ლეღვის ჩირი - უმჯობესია დაალბოთ და ისე ჭამოთ.

თერმოსში ჩაყარეთ 1/2 ს/კ მაყვლის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ 3 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

სცადეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეფტები და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. საბოლოოდ დააღწევთ თავს შემაწუხებელ შკრულობას, რომელიც დამეთანხმებით გაუსაძლის ტკივილის და დისკომფორტს იწვევს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქრონიკულმა შეკრულობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბუასილი და ბევრად მწვავე გახდეს პრობლემა.

Facebook კომენტარები
Exit mobile version