Lui.ge

რა განსაკუთრებულობა ახასიათებს შავ ქლიავს? ზაფხულში მარტივად ხელმისაწვდომი და სასარგებლო. 

რა განსაკუთრებულობა ახასიათებს შავ ქლიავს? ზაფხულში მარტივად ხელმისაწვდომი და სასარგებლო. 

ზოგადად ქლიავი ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას, აქვეითებს ქოლესტერინის მაჩვენებელს, ინფექციებთან და კიბოსთან ბრძოლაშიც ეხმარება ორგანიზმს.

ქლიავი აწესრიგებს სისხლის შედედების პროცესს, ის სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის (სისხლში შაქრის დონის სტაბილურად შენარჩუნებისთვის). სპეციალისტები ყოველდღიურად 2-3 ქლიავის მიღებას გვირჩევენ.

ქლიავის ჩირი კი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ნაწლავის კიბოს ებრძვის. ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე და საშიში წარმონაქმნების განვითარებას უშლის ხელს. გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს პოლიფენოლებს-ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანეიტრალებენ ჟანგბადის რეაქციული ფორმებით გამოწვეულ დნმ-ის საშიშ დაზიანებებს.

ყაბზობის სამკურნალოდ უმარტივესი გზაა მდუღარე წყალში საღამოს ქლიავი ჩაყაროთ.  ქლიავის ნაყენი დილას დალიეთ,მიირთვით ქლიავიც  და თქვენი პრობლემები მოგვარდება!

ქლიავი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ამისთვის საჭიროა დღეში მხოლოდ 5 ქლიავის  მიღება. შეამჩნევთ, რომ თქვენი კანის იერი შესამჩნევად გაუმჯობესდება და ზედმეტი კილოგრამები თანდათან გაქრება.

ხალხური მედიცინა თვლის, რომ  ქლიავი რადგან შეიცავს ბევრ ვიტამინ A- ს, მას შეუძლია გააუმჯობესოს მხედველობა. ყველამ იცის, რომ ვიტამინი A პასუხისმგებელია მხედველობაზე. ამიტომ, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს, გაითვალისწინეთ ეს.

ქლიავი ეხმარება გულს და ჰიპერტენზიას. ძალიან სასარგებლოა ამ პრობლემების დროს ქლიავის ჩირის მირთმევა.

Აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ქლიავის დახმარებით შეგიძლიათ მოიცილოთ მაზოლები.

Ოფიციალური მედიცინა გირჩევთ ქლიავის მიღებას  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმელების, გულის დაავადებების სამკურნალოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სასარგებლო ჩირია, მას უკუჩვენებებიც აქვს.

პირველ რიგში, ჩირი დიდი რაოდენობით უკუნაჩვენებია სიმსუქნით და დიაბეტით დაავადებულთათვის. არ უნდა გამოიყენოთ მეძუძური დედებისთვის, რადგან ჩვილებს შეიძლება ჰქონდეთ კუჭის აშლილობა და კოლიკა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version