Lui.ge

არსებობს მრავალი ხალხური, თანაც საკმაოდ ეფექტური მეთოდი, რომლის დახმარებითაც მეჭეჭების მოშორება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

არსებობს მრავალი ხალხური, თანაც საკმაოდ ეფექტური მეთოდი, რომლის დახმარებითაც მეჭეჭების მოშორება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც არ  ჰქონია მეჭეჭები. ეს ზოგადად უსაფრთხოა და თავისით გაივლის, თუმცა ამას შეიძლება თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს.

თუ მეჭეჭი გაღიზიანებთ, ან დისკომფორტს გიქმნით არსებობს მისი სამკურნალო სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ.

მეჭეჭები შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და ასევე სხვა ადამიანებზეც.

როგორ გამოიყურება მეჭეჭები და კოჟრის მსგავსი მეჭეჭი
კოჟრები და მეჭეჭები სხვადასხვა ზომის და ფორმისაა და შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ხელებზე და ფეხებზე.

მეჭეჭები უფრო ხშირად მრგვალი ან ოვალური ფორმისაა (თუმცა ზოგჯერ შეიძლება ვიწრო და მოგრძო იყოს)

ძირითადად არის მაგარი და კანიდან ამოწეული

აქვს უხეში, უსწორმასწორო ზედაპირი (დაახლოებით ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსად)

გვხვდება სხვადასხვა ზომის და შეიძლება იყოს 1მმ-ზე ნაკლები ზომის, ან 1სმ-ზე უფრო დიდიც.

შეიძლება იყოს მხოლოდ 1 ან რამდენიმე ერთად, ჯგუფის სახით.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს ამ რეცეფტებს, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია. სცადეთ თქვენც.

1. თუ თქვენ სისტემატურად, ყოველდღე მეჭეჭს შუაზე გაჭრილი ახალი ვაშლით დაიმუშავებთ, ხანმოკლე დროში მისგან კვალიც აღარ დარჩება. მეჭეჭი დაიწყებს გამუქებას და ზომაში შემცირებას. სამუდამოდ ამ პრობლემისგან გათავისუფულება 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ზემოთ ნახსენები პროცედურის ჩატარებითაა შესაძლებელი.

2. ქრისტესსისხლა – გასაოცარი მცენარე, რომლის დახმარებითაც მეჭეჭების მოშორებაა შესაძლებელი. უბრალოდ დაიმუშავეთ ყოველდღიურად წამონაზარდი ამ გასაოცარი მცენარის წვენით და ხანმოკლე დროში ის უკვალოდ გაქრება.

3. ყველაზე გამოცდილი დერმატოლოგების კი გვირჩევენ ვაშლის ძმრის გამოყენებას მ პრობლემის გადასაჭრელად. 1 კვირის განმავლობაში დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ დაიმუშავეთ მეჭეჭი ვაშლის ძმარში დასველებული ბამბით. ხანმოკლე დროში თქვენ ამ უსიამოვნო პრობლემისგან გათავისუფლდებით

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version