Lui.ge

გთავაზობთ, ჭკვიანი კოსმეტოლოგის რეცეპტს, რომელმაც ნაოჭებზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ.

კანის ღრმა წმენდა ბრინჯის წყლით

ბრინჯის ნიღაბს სახის დაჭიმვის დაუჯერებელი ეფექტი აქვს. ბრინჯი ლინოლეის მჟავის, ძლიერი ანტიოქსიდანტის შემცველია და კოლაგენის გამომუშავებას ასტიმულირებს.

ნაოჭი მაშინ ჩნდება, როცა კოლაგენი აღარ არის საკმარისი, ეს ასაკობრივ ჰორმონალურ ცვლილებებთან, არასწორ კვებასთან და მოწევასთანაა დაკავშირებული.

ღრმა დატენიანება, სახის წმენდა, ნაოჭების მოშორება და პრობლემური ადგილების დაჭიმვა - ამ ყველაფერს თქვენს კანს ბრინჯის ნიღაბი მიანიჭებს.

გთავაზობთ, ჭკვიანი კოსმეტოლოგის რეცეპტს, რომელმაც ნაოჭებზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ.

ინგრედიენტები:

1. მოხარშეთ ბრინჯი ცოტაოდენ წყალში, გაწურეთ. ბრინჯის ნახარში შეინახეთ. აურიეთ რძე, ბრინჯი და თაფლი - საკმაოდ სქელ მასას მიიღებთ.

2. ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე წაისვით, გაიჩერეთ სახეზე, ვიდრე ბრინჯი ბოლომდე არ გამოშრება. ჩამოიბანეთ სახე გადანახული ბრინჯის ნახარშით.

ოპტიმალური შედეგის მისაღებად, საკმარისია ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ. ბრინჯი კანს დაგიტენიანებთ, დაარბილებს კანს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

ეს მეორე რეცეპტიც  ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიელ ქალბატონებში, რაც მათი კანის იდეალურობას განაპირობებს.

მარტივი ინსტრუქცია: 

  1. ერთი ან ნახევარი ჩაის ჭიქა ბრინჯი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რათა ბოლომდე გააცალოთ მტვერი და ჭუჭყი.
  2. მოათავსეთ გარეცხილი მარცვლები ემალის ჭურჭელში, დაასხით წყალი და დატოვეთ 15 წუთით ოთახის ტემპერატურაზე. ამ დროში წყალი გაჯერდება ვიტამინებითა და მინერალებით.
  3. 15 წუთის შემდეგ სითხე უნდა გადაწუროთ ახალ ჭურჭელში. მზა ბრინჯის წყლით შეგიძლიათ სახის უბრალოდ დაბანა ან 1 წუთის განმავლობაში სითხეში კარგად დასველებული თითის ბალიშებით კანის მსუბუქი მასაჟირება.
  4. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თქვენი კანი ძალიან ნაზი და რბილი იქნება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version