Lui.ge

როგორ მოვიშოროთ მარტივად ნადები, კბილის ქვა და უსიამოვნო სუნი 

როგორ მოვიშოროთ მარტივად ნადები, კბილის ქვა და უსიამოვნო სუნი 

რეცეპტი №1

შემადგენლობა: ანისი, პიტნის ზეთი, ლიმონი, წყალი.

ინსტრუქცია: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ ყველა ინგრედიენტი რამდენიმე წვეთის ოდენობით, მოურიეთ და კარგად გამოივლეთ პირის ღრუში. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 4-ჯერ ან 5-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

რეცეპტი №2 

შემადგენლობა: ½ ჭიქა როზმარინი, ერთი ჩაის ჭიქა ნედლი პიტნა, 2 ჩაის ჭიქა წყალი.

ინსტრუქცია: მიიყვანეთ წყალი დუღილამდე, დაუმატეთ პიტნა, როზმარინი და გადმოდგით ცეცხლიდან. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ გადაწურეთ ნარევი და მიღებული სითხე კარგად გამოივლეთ პირის ღრუში. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად უსიამოვნო ნადების სრულ გაქრობამდე.

რეცეპტი №3 

შემადგენლობა: 7 ს.კ. ქოქოსის ზეთი, 7 ს.კ. საჭმელი სოდა, ½ ს.კ. სტევია, ჩაის ხის ან მიხაკის ეთერზეთი.

ინსტრუქცია: ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში (შეგიძლიათ ბლენდერის გამოყენება, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია). მზა ნარევი გამოიყენეთ ყოველდღიურად ჩვეულებრივი კბილის პასტის ნაცვლად.

რეცეპტი №4

შემადგენლობა: მხოლოდ ქოქოსის ზეთი!

ინსტრუქცია: რამდენიმე სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი ჩაიგუბეთ პირის ღრუში დაახლოებით 15 წუთით. თუ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, უსიამოვნო ნადებისა და კბილის ქვისგან კვალიც კი აღარ დარჩება.

გაგიზიარებთ რჩევებს რომლებიც ასევე ძალიან დაგეხმარებათ კბილების მოვლისას.

ჯანმრთელი კბილები რო  გვქონდეს, ამისთვის ყველაზე მთავარი კარგი ჰიგიენის დაცვაა, ანუ დღეში ორჯერ ან სამჯერ გაიხეხეთ.

ყოველთვის, როდესაც კბილების დასაბანად მიდიხართ, ორი წუთის განმავლობაში უნდა გაისვათ ჯაგრისი.

თუ თქვენ კბილებს ძალიან უხეშად გაიხეხავთ, ამით შესაძლებელია ღრძილები და კბილის ზედაპირიც კი დააზიანოთ. კბილების გახეხვისას წრიული და ვერტიკალური მოძრაობები საჭიროა, თუმცა, როდესაც ღრძილებთან ახლოს მივდივართ, უმჯობესია, რომ კბილის ჯაგრისი 45 გრადუსით გადავხაროთ და ის მსუბუქად ვამოძრაოთ.

ასე, ჯაგრისის საწმენდი წვერები ღრძილებში ჩაჭედილ ნარჩენებს წვდება, თანაც ისე, რომ ღრძილები არ ზიანდება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version