Lui.ge

რა მოხდება, თუ ყოვლდღე თაფლს მიირთმევთ?

რა მოხდება, თუ ყოვლდღე თაფლს მიირთმევთ?

თაფლი 70-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ესენია: ცილები, ანტიბიოტიკები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, რომლებსაც ვერცერთი ვიტამინური კომპლექსი ვერ შეცვლის.

საქმე ისაა, რომ ვიტამინების ბიოლოგიური მოქმედება დამოკიდებულია მათ სწორ შეხამებაზე მინერალურ მარილებთან, ხოლო თაფლში ეს თანაფარდობა ოპტიმალურია.

თაფლში არსებული რკინა, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის ფუნქციას ასტიმულირებს და უჯრედების აღდგენას აუმჯობესებს. კალციუმი და კალიუმი გულის მოქმედებას ნორმალურს ხდის. მაგნიუმი დამამშვიდებლად მოქმედებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

მანგანუმი C ვიტამინის სინთეზს ხელს უწყობს, ხოლო გლუკოზა და ფრუქტოზა უნივერსალური ანტიტოქსიკური საშუალებებია.

ეს უნიკალური ტკბილი წამალი ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს. ასევე ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედება აქვს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს, სკლეროზს აგაცილებთ, ძილს თვისობრივად აუმჯობესებს, განწყობას ამაღლებს. ეს ბუნებრივი ბალზამი კანზეც სასიკეთოდ მოქმედებს.

მაშასადამე, დიდი ხანია ეს პროდუქტი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და შეუცვლელი, თუმცა ზედმიწევნით არ ვიცით რა მოგვივა ყოველდღე რომ მივირთვად?

Კანი საგრძნობლად გაჯანსაღდება

თაფლი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რაც ნიშნავს, რომ ის ორგანიზმს აცილებს ზედმეტ ტოქსინებს. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, თაფლს შეუძლია თქვენი კანი უფრო სუფთა გახადოს, ვიდრე ოდესმე.

Წონის დაკლება

თაფლი შაქრისგან განსხვავდება დიდად განსხვავდება. შეეცადეთ შოკოლადი და სხვა  სახის ტკბილეული შეცვალოთ თაფლით.

Შაქრის დონე სისხლში

როგორც ზემოთ ვთქვით, თაფლი შეიცავს საკმაო შაქრის რაოდენობას. მაგრამ ფრუქტოზას და გლუკოზის უნიკალური კომბინაცია ორგანიზმს ეხმარება სისხლში შაქრის დარეგულირებაში და, როგორც სასარგებლო დანამატი, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

გულის დაავადებებისგან გიცავთ

თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფლავონოიდებს, რაც განაპირობებს თავიდან აგაცილოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ თაფლი ანელებს სისხლში ქოლესტერინის დაჟანგვის პროცესს, რაც ასევე ხელს უშლის ინსულტის განვითარებას.

წმენდს ტოქსინებს

თაფლისა და თბილი წყლის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა თქვენი ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად.

ამაღლებს იმუნურ სისტემას

მთავარია, რომ თაფლი იყოს ნატურალური, რომელიც ბუნებრივია შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რაც თავისმხრივ ამაღლებს თქვენს იმუნურ სისტემას და გიცავთ ბაქტერიებისგან.

ყოველდღიურად რა ოდენობის თაფლი უნდა მივიღოთ?

დოზები:

დღიური დოზა მოზრდილებისთვის 100 გრამამდეა. ბავშვებისთვის 30-50 გრამი, იმ პირობით, რომ სხვა ტკბილეულზე უარს იტყვით. ფორმულა მარტივია: 0, 5-1 გრამი 1 კგ წონაზე.

უკუჩვენება:

 თაფლი არ შეიძლება გამოიყენონ დიაბეტიანებმა, ასევე მათ, ვისაც მეფუტკრეობის პროდუქტზე ალერგია აქვთ.

ტემპერატურული რეჟიმი: 

თაფლის გაცხელება დასაშვებია 40 გრადუსამდე, ვინაიდან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ყველა სასარგებლო თვისება იკარგება.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version