Lui.ge

დაფნის მალამო უებარი საშუალებაა სამკურნალოდ- აქამდე უცნობი რეცეფტი

დაფნის მალამო უებარი საშუალებაა სამკურნალოდ- აქამდე უცნობი რეცეფტი

მზადდება შემდეგი ინგრედინტებისგან:

მალამო კეთდება შერევის გზით, აიღეთ ყველა ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით. დაფნა წინასწარ გაატარეთ, შემდეგ ბლენდერში კიდევ გადაურიეთ ყველაფერი. უნდა მიიღოთ კრემის მასა. წაისვით მტკივნეულ ადგილებში. მოზადებისას ინარჩუნებს  ყველა სასარგებლო ნივთიერებას.

დაფნის მალამოში არის სამკურნალო ნივთიერებების დიდი სპექტრი. მალამოს აქვს მომწვანო მოყავისფრო ფერი და სასიამოვნო, დინდგელის, სანთლის და დაფნის სურნელი.

არ შეიცავს არანაირ დანამატებს!

დაფნა არის მცენარე რომლსაც მსოფლიოში ყველა იცნობს. მას აქვს სასიამოვნო და ამავე დროს საკმაოდ მძაფრი არომატი. დაფნას აქვს გამოხატული ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

მალამო კარგად მოქმედებს კანის გამონაყარზე, ალერგიაზე, გაღიზიანებაზე. არეგულირებს ფეხის ჭარბ ოფლიანობას, ხსნის კანის ძლიერ წვას, ქავილს და არასასიამოვნი ფეხის სუნს.

ასევე აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. აქვს როგორც ჭრილობების ასევე ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცების კარგი თვისება. დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე და რევმატიზმზე.

დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი.

ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში. არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.

ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. სანთლის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები.

სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.

სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3. გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით.

სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ ქსოვილებს და ეხმარება ქსოვილებს ორგანიზმს სწრაფ რეგენერაციაში.
დაფნის მალამოს დადებითი თვისებები: 
დაფნის მაზი არის უნიკალური, რადგან მასში შემავალი 4 ვე კომპონენტი არის 100% ნატურალური და მაღალი ხარისხის. ასევე მასში შემავალი კომპონენტები არის იდეალურ თანაფარდობაში რაც აორმაგებს მათ დადებით თვისებებს.

საერთოდ მალამო მოქმედებს ენერგიულად და თანაც ლოკალურად, რაც ძალიან ეფექტურია. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ სასარგებლო, ნატურალური და ეფექტური რჩევები.

მალამოს ეფექტურობას განაპირობებს ნატურალური პროდუქტები და კარგი ხარისხის ნედლეული.

აი რა დროს უნდა გამოიყენოთ: 

  1. ოსტეოქონდროზი და ოსტეოქონდროზული ტკივილი.
  2. რევმატული ართრიტი და ართროზი.
  3. რევმატული ტკივილები.
  4. სახსრების ქრონიკული ტკივილი.
  5. სახსრებიდან გამოყავს მარილები.
  6. ტკივილი პოდაგრის დროს.
  7. კუნთების ტკივილი, სპაზმი და დაჭიმულობა.
  8. საერთო დამბლა (პარალიჩი).
  9. აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო გამოხატული მოქმედება.
  10. ფეხის და ფრჩხილის სოკო.
  11. ფეხის ჭარბი ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი.
  12. კანის ანთებითი პროცესები.
  13. აჩქარებს კანის მეტაბოლურ და რეგენერაციულ პროცესებს.
  14. აქვს გამოხატული შეხორცების კარგი უნარი.
  15. მწერების ნაკბენი.

გამოყენების წესი
ჰიგიენური პროცედურის შემდეგ მცირე რაოდნობის მალამო შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. მკურნალობის კურსი 14-21 დღე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version