გრეიპფრუტის კანისგან გამაჯანსაღებელ ნაყენს მოამზადებთ – ეს ხალხური მედიცინის საოცრებაა
lui
გრეიპფრუტის კანისგან გამაჯანსაღებელ ნაყენს მოამზადებთ - ეს ხალხური მედიცინის საოცრებაა
ეს ხალხური საშუალება რეკომენდირებულია მათთვის, ვინც მადის დაკარგვას უჩივის. ჭამამდე 20 წუთით ადრე გრეიპფრუტის ჭამა მოახდენს თქვენი მომნელებელი სისტემის და მადის სტიმულირებას. მასში არსებულ წვენს დადებითი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე, რადგან იგი მის არეში არსებულ ანთების კერებს ანეიტრალებს.
ამ ხილის გამოყენებით თქვენ ასევე შეგიძლიათ უმკურნალოთ გულძმარვას და მუცლის ტკივილებს. გრეიპფრუტის სასარგებლო თვისებები ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკსაც ამცირებს. ამისათვის რეკომენდირებულია დღეში 1 გრეიპფრუტის მირთმევა. გულის დაავადებების პრევენციისათვის შეგიძლიათ ეს ხილი მიირთვათ კვირაში რამდენჯერმე, საუზმესთან ერთად.
როგორ უნდა მოვამზადოთ გრეიპფრუტის ნაყენი
თქვენ არ გჭირდებათ გრეიპფრუტის კანის და თესლების გადაყრა მისი ჭამისას, რადგან ისინი ასევე სასარგებლო ნაწილებს წარმოადგენენ. დაჭერით კანი და მოათავსეთ ყველა ნარჩენი ერთად ქილაში, შემდეგ კი დაასხით მას არაყი. დაელოდეთ 10 დღე და შემდეგ დალიეთ მომზადებული ნაყენის 1 ს/კ დღეში ორჯერ, ჭამის წინ. მისი გემრიელი გემო აუცილებლად მოგხიბლავთ. ეს ნაყენი შეგიძლიათ დაალევინოთ ბავშვებსაც. იგი ქალებს ეფექტურად დაეხმარება სოკოსთან დაკავშირებული ინფექციების გაქრობაში.
ნაყენის კანზე წასასმელად შეგიძლიათ იგი მოამზადოთ არყის ნაცვლად ბოსტნეულის ზეთით. თუმცა, ამ რეცეპტით მომზადების შემთხვევაში ნაყინი უნდა შეინახოთ მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას მის გამოყენებამდე.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.