Lui.ge

ამ წერტილის 10 წუთიანი მასაჟი გაგაჯანსაღებთ. მსოფლიოში სახელგანთქმული ჩინური მასაჟი

Массаж

ქალის ორგანიზმის სიჯანსაღის შენარჩუნება არც ისე მარტივია. ჰორმონალურ ბალანსზე, საშვილოსნოს, საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად ფუნქციონირებას ხელს უშლის უამრავი მიზეზი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: სტრესი, არაჯანსაღი საკვები და გადაღლილობა. ჩინური მედიცინის სასწაულმოქმედი მასაჟი ქალბატონებს ჯანმრთელობის დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ფეხზე არსებული წერტილის (სან ინ ციაო) რეგულარული, 10 წუთიანი მასირებით ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

მასაჟის გაკეთების ინსტრუქცია:
ფეხზე სან ინ ციაო წერტილი იპოვნეთ. ამაში ქვემოთ მოცემული ფოტო და ვიდეო დაგეხმარებათ. წერტილის ათწუთიანი მასაჟი ძილის წინ და დღის განმავლობაში თქვენთვის სასურველ დროს გაიკეთეთ.მასაჟი:

არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს
ამ წერტილის რეგულარული სტიმულირებით ხელს შეუწყობთ ელენთის, ღვიძლისა და თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას. მასაჟი ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს. მანიპულაცია მენსტრუალურ ციკლს დაგირეგულირებთ, გაგიჯანსაღებთ კანს და მცირე ნაოჭებს მოგაცილებთ.

კანს ელასტიკურს ხდის: წერტილის ყოველდღიური მასაჟი კანს აახალგაზრდავებს ელასტიკურს ხდის.

დაგიბრუნებთ სექსის სურვილს: ჰორმონალური დისბალანსი ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩინური მასაჟი სექსუალურ ლტოლვას დაგიბრუნებთ და პარტნიორისადმი უფრო მგრძნობიარეს გაგხდით.

გააუმჯობესებს საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ფუნქციონირებას

ეს განსაკუთრებით იმ ქალებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებსაც ბავშვის გაჩენა სურთ. ამ წერტილის სტიმულირება და მთლიანად ფეხის მასაჟი, საკვერცხეების აქტიურად მუშაობას გამოიწვევს და საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.
მასაჟის გაკეთების ინსტრუქცია ქვემოთ მოცემულ ფოტო – ვიდეო მასალაზე იხილეთ.

ასტაბილურებს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მუშაობას

სან ინ ციაო წერტილის მასაჟი რეკომენდებულია შებერილობის დროს. მასაჟი არეგულირებს საკვების მონელების პროცესს. ის ასევე თავიდან აგაცილებთ მენსტრუალური ციკლით გამოწვეულ ტკივილს და არასასურველ შეგრძნებებს.

გაითვალისწინეთ! წერტილის მასაჟი ორსულებისთვის იკრძალება, რადგან ის საფრთხეს უქმნის ნაყოფს და შესაძლოა მუცლის მოშლის მიზეზი გახდეს.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version