Lui.ge

ინდოეთში თმებს ამ უძლიერესი მცენარეული ნიღაბით ალამაზებენ და აჯანსაღებენ

 ხახვის ნიღაბი

ხახვი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის გაძლიერების და გალამაზების პროცესში, რადგან იგი სავსეა გოგირდით. ეს ელემენტი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნუტრიენტს წარმოადგენს თმების უჯრედების გაჯანსაღების საკითხში.

საჭირო ინგრედიენტები:

აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად
წაისვით ნიღაბი კეფაზე და თმაზე და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. საუკეთესო ეფექტისთვის შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამის განმავლობაში.
ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით და მსუბუქი შამპუნით, შემდეგ კი წაისვით ბალზამი ხახვის სურნელის გასაქრობად.
გამოიყენეთ ეს მეთოდი კვირაში ორჯერ, საუკეთესო შედეგების მისაღებად.

ზეითუნის ზეთის და კვერცხის ნიღაბი

კვერცხი ცილის მდიდარ წყაროს წარმოადგენს, რის გამოც თმის მოვლის პროდუქტებში მას ხშირად იყენებენ. იგი ასევე შეიცავს ისეთ საჭირო ელემენტებს, როგორიცაა გოგირდი, რკინა და E ვიტამინი. ამის წყალობით კვერცხი თმის სწრაფად ზრდას უწყობს ხელს.

ზეითუნის ზეთი ანტიოქსიდანტებითაა სავსე, რისი დახმარებითაც აჯანსააღებს თავის ქალას და თმის ძირებს. ამასთანავე მასთან გაზავებული იოგურტი თავის კანის გამწმენდ საშუალებად იქცევა და გაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასთან ერთად.

საჭირო ინგრედიენტები:

აურიეთ კვერცხი და იოგურტი ერთმანეთში და შემდეგ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი
მოურიეთ კარგად და ჩაამატეთ ლიმონის წვენი
წაისვით ნიღაბი თმაზე და კეფაზე. გაიჩერეთ 30 წუთით.
ჩამოიბანეთ თავი თბილი ან ცივი წყლით
დაიბანეთ თმები შამპუნით და ბალზამით.
საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ ეს მეთოდი კვირაში ერთხელ.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version